ლუქსემბურგი "საარტილერიო კოალიციაში" გაწევრიანდა

რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ლუქსემბურგის გაწევრიანებაზე „საარტილერიო კოალიციაში“, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგმა 8 მარტს განაცხადა, რომ შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ 800 ათასამდე ჭურვის შესაძენად საჭირო დაფინანსება თითქმის შეაგროვა.